ამის საინტერესო მაგალითია, Mediacity.Ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაც, რომლიც იტალიურ ilgiomale.it-ზე დაყრდნობით წერდა, რომ თითქოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლის მარტიდან ჩვილ ბავშთა ნათლობა დანაშაულად ჩაითვლებოდა. ეს ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ სენსიტიურია, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მართმადიდებელია. ფაქტი კი ისაა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მსგავსი გადაწყვეტილება არ იძებნება. სამაგიეროდ, ამ ტყუილის გავრცელება ჩრდილოეთში ძალიან სურთ, რასაც ადასტურებს ის, რომ რუსულენოვან Google-ში ძებნისას, მსგავსი შინაარსის არაერთ სტატიას იპოვით ისეთ რუსულ გამოცემებში, როგორიცაა: pravmir.ru-ზე. Komiinform.ru, rusdozor.ru, christ-kommuna.livejournal.com. აღსანიშნვია, რომ ქართული ტექსტები რუსულის იდენტურია.სტატიის გავრცელებიდან რამოდენიმე თვეში იტალიური პირველწყარო
ilgiomale.it-ი გაუქმდა და მასალა ამჟამადაც ხელმისაწვდომი არ არის.
kominform.ru-ს, ისევე როგორც სხვა რუსულ გამოცემებს მოყვანილი აქვთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე The Times ჟურნალისტის ენდრიუ მაკფარელის (Andrew McFarrel) კომენტარი.